"უნიქოფი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-კონსულტანტის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მოლარედ მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, ყავის აპარატთან მუშაობის გამოცდილება (შერჩეულ კანდიდატებს შევასწავლით ადგილზე);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
** ასაკი: 18-35 წ.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მათთვის სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა.
პიროვნული თვისებები:
** ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოტივირებული და შრომისმოყვარე.
** გუნდური მუშაობის უნარი.
პირობები:
** ანაზღაურება ცვლების მიხედვით: თვიური ანაზღაურება 700-750 ლარი;
** ცვლების განრიგი: 09:00-21:00, 21:00-09:00 (შუალედში 24 საათიანი დასვენებით).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: geocoffeeholic@gmail.com