www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი, სარეზერვო კონსულტანტი
მომწოდებელი: TAÇ/Manamo
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

საოჯახო ტექსტილის კომპანია "TAÇ/ Manamo" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის და კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ფოთში.

სამუშაო ადგილი: ქ. ფოთი, მშვიდობის ქუჩა N2
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 6 დღე, დღეში 8 საათი + 1 საათი შესვენება)
სტაჟირება/ტრეინინგი: 1-2 კვირიანი არაანაზღაურებადი ტრენინგი. ტრენინგი ჩატარდება ბათუმის, ქუთაისის ან თბილისის ფილიალებში (კანდიდატს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი ლოკაცია)

1. მოლარე-კონსულტანტი

ანაზღაურება: საწყისი 600 ლარი, 1 თვის შემდეგ 700 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება (სასურველია მაღაზიათა ქსელში)
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია)
** საოფისე პროგრამების (Outlook, Excel) ცოდნა, სასურველია FMG პროგრამის ცოდნა.
** უცხო ენები: ინგლისური, რუსული (საკომუნიკაციო დონეზე)

აუცილებელი უნარები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა, თავაზიანობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა.

2. კონსულტანტი

ანაზღაურება: საწყისი 550 ლარი, 1 თვის შემდეგ 650 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება 1 წელი (აუცილებელია)
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (საკომუნიკაციო დონეზე)
** საოფისე პროგრამების ცოდნა და სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი).

აუცილებელი უნარები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა, თავაზიანობა
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსთან ერთად, მისამართზე: olga.matveeva@mateks.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "TAC კონსულტანტი" ან "TAC მოლარე-კონსულტანტი თბილისი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |