www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში სადაც 43, 000 ადამიანია დასაქმებული. ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიებს თბილისში, ფილიალის მენეჯერის პოზიციებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მენეჯმენტთან ერთად ფილიალის სტრატეგიის, სამომავლო გეგმების დასახვაში აქტიური მონაწილეობა
** მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ფილიალში მიმდინარე ყველა პროცესის მართვა და მუდმივი მონიტორინგი
** პროდუქციის ასორტიმენტისა და ხარისხის, ვადების, ფასების, განლაგების და სხვ. მუდმივი კონტროლი
** სხვადასხვა ტიპის აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა და შესრულების მონიტორინგი
** პროდუქციის შეკვეთისა და მიღების პროცესების კონტროლი, მარაგების სწორად განსაზღვრის უზრუნველყოფა
** ფილიალის დანაკლისების შემცირებასა და მოგების გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა
** ფილიალის სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის განსაზღვრული წესების შესაბამისად წარმოება და ინფორმაციის არსებულ პროგრამაში ასახვა
** ფილიალში ჯანსაღი კორპორატიული კლიმატის დამკვიდრება - თანამშრომელთა მოტივაციასა და პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა და მაღალი შესრულების წახალისება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის დიპლომი)
** საცალო ვაჭრობის სფეროში ან/და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 წლის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (B2)
** ძლიერი კომუნიკაციური და ანალიტიკური უნარები

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ფილიალის მენეჯერი - თბილისი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |