www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

"ფინანსური ბიურო" საქართველოში სესხების ყველაზე მსხვილი პორტფელის მქონე კომპანიაა, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებლებს მათ სრულად დაფარვაში ეხმარება.

ფინანსური ბიურო, საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 20 ფილიალს და 600-მდე თანამშრომელს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი: 10:00-დან 13:00-მდე
ანაზღაურება: 500 ლარი

სამუშაოს აღწერა:

** დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი;
** სასამართლო სარჩელების გამზადება სასამართლოში წარმოების დასაწყებად;
** პრობლემურ მსესხებლებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმოება;
** წარმომადგენლობა აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სხვადასხვა საჯარო სტრუქტურაში;
** ხელმძღვანლის მიერ დავალებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel; MS Outlook);

კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: HR@fbureau.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უმცროსი იურისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |