www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: Lin&Me
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

ქართული თეთრეულის ბრენდი "Lin&Me" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება და წერითი კომუნიკაცია
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი კომუნიკაციის დონეზე)
** მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

პოზიციის მთავარი მიზანია მომხმარებლებთან ურთიერთობა და მიღებულ შეკვეთებთან დაკავშირებული საქმიანობა:

** მესიჯებსა და კომენტარებზე პასუხის გაცემა
** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტებისა და პირობების გაცნობა
** მომხმარებლებისაგან შეკვეთის მიღება და გაფორმება
** მიღებული შეკვეთების შესახებ ინფორმაციის ასახვა და შესაბამის პირებზე მიწოდება
** შეკვეთების შესრულების მონიტორინგი და ვადების კონტროლი
** გამზადებული შეკვეთების მომხმარებელთან გაგზავნის ორგანიზება

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური
** დეტალებზე ორიენტირებული და მოწესრიგებული
** ორგანიზებული
** აქტიური
** თავაზიანი
** კეთილგანწყობილი
** მოტივირებული

ჩვენ გთავაზობთ:

** სისტემატიურ ტრენინგს მომხმარებელთა ურთიერთობის მიმართულებით
** შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სამუშაო განრიგს (შაბათ კვირასა და უქმე დღეებში დასვენებით)
** განვითარების შესაძლებლობას და მეგობრულ გარემოს
** სამუშაო ტერიტორიას თბილისში, საბურთალოზე
** ანაზღაურება: ფიქსირებული 400 ლარი ხელზე + ბონუსები. ბონუსების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე
ელექტრონულ ფოსტაზე: info@linandme.ge, "Subject"-ში მიუთითეთ "მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |