www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯითექსი
გამოქვეყნდა: 9 იანვარი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

კომპანია "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია "ჯითექსი" 14 წელია რაც ბაზარზე არსებობს და აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, collezione, OVS, Enzahome, Terranova, English Home, Matalan.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** თითოეული ბრენდისთვის მარკეტინგული აქტივობების კალენდრის შედგენა/ შესრულების კონტროლი;
** ბრენდების უცხოელ წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია;
** მარკეტინგული პროექტების ჭრილში აქტივობების დაგეგმვა და ბიუჯეტირება;
** მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და განვითარება;
** მარკეტინგის მიმართულებით არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან (მედია, კრეატიული სააგენტოები, სარეკლამოები) მოლაპარაკებების წარმოება;
** მარკეტინგული კვლევების (მომხმარებლის, კონკურენტებისა და ბაზრის კვლევა) დაგეგმვა და შესრულების უზრუნველყოფა;
** E-commerce მიმართულების სრულყოფილი დანერგვისა და ონლაინ გაყიდვების წახალისებისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და კონტროლი;
** გაყიდვების ანალიზისთვის საჭირო ყოველდღიური მონაცემების მიღების კონტროლი და ანალიზი;
** პერიოდულად სავაჭრო ობიექტების შემოვლა არსებული სიტუაციის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** სოციალურ ქსელებში, ვებ გვერდებსა და კომპანიის სხვა საკომუნიკაციო არხებზე ინფორმაციის განთავსების კოორდინირება;
** ბრენდებისა და მაღაზიების ჭრილში მარკეტინგული ხარჯების რეპორტის მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატი:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სოციალური ქსელების და ვებ გვერდის მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Ms Word, Excel, Power Point );
** ინგლისური ენის ცოდნა;

პოზიციისთვის მნიშვნელოვანი პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ყურადღებიანი და ორგანიზებული;
** ინიციატივიანი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** გუნდის საქმიანობის ეფექტურად კოორდინირების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** აუცილებელია გამართული კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** მნიშვნელოვანია კარგი ანალიტიკური უნარ-ჩვევები.

მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს იმ ღირებულებების მატარებელი, რასაც იზიარებს კომპანიის გუნდი:

** ერთმანეთის მხარდაჭერა;
** ურთიერთპატივისცემა და კეთილგანწყობა;
** სიახლეებისადმი ღიაობა;
** ინიციატივის გამოჩენა და იდეების ღიად გაზიარება;
** მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა;
** მიღებული ცოდნის გუნდის წევრებისთვის გაზიარება.

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00-18:00 სთ);
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #90;
** ანაზღაურება: ფიქსირებული (შეთანხმებით)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@gtex.ge არაუგვიანეს 2021 წლის 25 იანვრისა. ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი".

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |