კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა - B კატეგორია (აუცილებელია);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
ფუნქცია-მოვალეობები:
** განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
** ცენტრალური საწყობიდან მანქანის პროდუქციით დატვირთვა, გადატანა, დაცლა;
** პროდუქციის მიღება/ჩაბარების და დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-შაბათი;
ანაზღაურება: საწყისი 500 ლარი
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მძღოლ-ექსპედიტორი (ბათუმი)", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი cv არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!