სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს. კომპანია ფლობს ელექტრონულ საფულეს https://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300 - ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე და ხარისხი კომპანიის მთავარი ღირებულებებია.
შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!
სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას IT ოპერაციების დახმარების განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შიდა სისტემების მონიტორინგი;
** მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
** სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ინციდენტების აღრიცხვა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** IT სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ტრანზაქციულ მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება IT მიმართულებით;
** Windows/Linux სერვერებთან მუშაობს გამოცდილება;
** პროგრამირების საფუძვლების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები: სისტემის მონიტორინგის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობა.
ჩვენ გთავაზობთ:
შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში; განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@oppa.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.