კომპანია OFOODO აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
OFOODO არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს რამდენიმე სერვისს ერთ სივრცეში: რესტორნის მაგიდის ჯავშანს, რესტორნიდან გატანის სერვისს, საკვების გამოძახების სერვისს და რესტორნის ელექტრონულ მენიუს.
დეტალური ინფორმაციისთვის:
https://www.facebook.com/ofoodocom | https://www.ofoodo.com/
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი- პარასკევი : 11:00-18:00
ანაზღაურება: შეთანხმებით
მოვალეობები და ვალდებულებები:
** სოციალური ქსელებისთვის პოსტერების დიზაინის დამზადება;
** პოლიგრაფიული სარეკლამო მასალების დიზაინის დამზადება;
** მობილური აპლიკაციისა და ვებ ბანერის დამზადება
** საჭიროებიდან გამომდინარე, ციფრული მედიისთვის საჭირო მასალის მომზადება
** მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების დიზაინის მომზადება და შემუშავება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შემდეგი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
** Adobe Photoshop - აუცილებელი
** Adobe Illustrator - აუცილებელი
** Adobe Indesign - სასურველი
** Corel Draw - სასურველი
** Adobe flash ან Adobe Animate - სასურველი
** გრაფიკული დიზაინის კუთხით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გამართული კომუნიკაციისა და აღქმის უნარი;
** დროის რაციონალურად გამოყენების უნარი;
** ცვლილებებისადმი მარტივად ადაპტაციის უნარი;
** პუნქტუალურობა;
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: vacancy@ofoodo.com მიმდინარე წლის 11 თებერვლამდე. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - გრაფიკული დიზაინერი, სხვა შემთხვევაში ვერ მოხდება თქვენი რეზიუმეს განხილვა.