www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პირდაპირი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს პირდაპირი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

** ბანკის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა
** ახალი კლიენტების მოზიდვის მიზნით პრეზენტაციებისა და სხვადასხვა აქციების ჩატარება
** ბანკისათვის მნიშვნელოვან კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება
** კლიენტებისათვის ზუსტი, სრული და დროული ინფორმაციის მიწოდება ბანკის პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით
** გაყიდვების განყოფილების მიერ დასახული გეგმების შესრულება
** ჯგუფის ხელმძღვანელის ინფორმირება ყოველდღიური შედეგების შესახებ
** კლიენტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების პერმანენტული მობილიზაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სასურველია მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
** სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენის ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Word, PowerPoint, Excel)

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** ორგანიზებული, ენერგიული
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |