www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა აუდიტორი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა, აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აუდიტის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
** კომპანიაში არსებული პროცესების შემოწმება, რისკების იდენტიფიცირება, არსებული კონტროლების და პროცესების შეფასება და მათ გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავება;
** კომპანიაში დანერგილი კონტროლის სისტემების ტესტირება, მათი ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება კომპანიის წინაშე არსებულ რისკებთან მიმართებაში. სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
** ნორმატიული აქტების, კომპანიის შიდა ინსტრუქციების, დებულებების, პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა რეგულაციების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
** კომპანიის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტურობის შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
** შემოწმების შედეგების დოკუმენტირება და აუდიტორული მტკიცებულებების ფორმირება;
** შესრულებული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების კონტროლი და Follow-up შემოწმებების ჩატარება;
** ბიზნეს-პროცესებზე პასუხისმგებელ პირებთან კონსულტირება შიდა კონტროლის სისტემების და პროცესების გაუმჯობესების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების ან აუდიტის განხრით;
** CIA/АССА/CFA ეტაპების გავლა ჩაითვლება უპირატესობად;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტორის თანამდებობაზე, გარე აუდიტის/შიდა უდიტის/კონტროლის/რისკების შეფასების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება "დიდი ოთხეულის" აუდიტორულ კომპანიებში, და/ან კომუნალური მომსახურების/ენერგეტიკის სფეროებში ჩაითვლება უპირატესობად;
** ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის, განსაკუთრებით კი Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში ადექვატური მოქმედების და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და აზრის ნათლად გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მზაობა შესაძლო მივლინებებისთვის.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არაუგვიანეს 2021 წლის 31 იანვრისა. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |