www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: აგრო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და მარაგნაწილების მწარმოებელი და იმპორტიორი შპს "აგრო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი, გიორგი ჩიკვაიძის ქუჩა (მაღაზია "სმარტი"-ს მოპირდაპირე მხარეს)
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით და კანდიდატთან შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული მასალებისთვის დიზაინის მომზადება;
** შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება;
** ილუსტრაციების შექმნა ხელით ან პროგრამების გამოყენებით;
** GIF-ების მომზადება;
** ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება სოციალური ქსელისთვის;
** ფოტოების დამუშავება;
** ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება;
** ბეჭდვითი და ციფრული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება;
** დამტკიცებული დიზაინების არქივის წარმოება;
** კომპანიის ფილიალებისათვის გარე და შიდა სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა;
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** POS მასალების დიზაინის შექმნა;
** კომპანიის პროდუქტებისათვის სარეკლამო-საინფორმაციო მასალების (კატალოგი, ფლაერი, ბუკლეტი, სტიკერი, ბილბორდი) დიზაინის შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო; სასურველია უმაღლესი, გრაფიკული დიზაინის კუთხით;
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა: Adobe Premiere, After Effects, Adobe Animate, 3DS Max, Corel Draw, InDesign, Adobe Photoshop, Adobe Illustrator;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის ცოდნა - სრულყოფილად;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

მნიშვნელოვანია თქვენს მიერ შექმნილმა დიზაინმა მიიქციოს ყურადღება და მოახდინოს სწორი კომუნიკაცია. ამისათვის საჭიროა, რომ იყოთ კრეატიული და შეგეძლოთ მოცემული დავალების გრაფიკულ დიზაინში გარდაქმნა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@agroholding.com.ge | giorgi@agroholding.com.ge 2021 წლის 30 იანვრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:

"აგრო ჰოლდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "აგრო ჰოლდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "აგრო ჰოლდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც კომპანიაში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |