ს.ს. "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას IT ბიზნეს ანალიტიკოსის (junior) თანამდებობაზე.
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები:
პროექტის ინიცირების ფაზიდან დახურვის ფაზამდე სრული პროცესის მართვა:
** პროექტის ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი და შესაძლო ტექნიკური გადაწყვეტილებების შერჩევა;
** ამოცანის დეტალური ანალიზი და დამკვეთისთვის ტექნიკური დავალების შედგენა;
** ცვლილებების დანერგვა სატესტო გარემოზე (იმპლემენტაცია) და ტესტირების პროცესის კოორდინირება;
** პროექტის მსვლელობის მანძილზე აქტიური კომუნიკაცია პროექტის გუნდთან, დამკვეთებთან და მომწოდებლებთან;
** კორპორატიული პოლიტიკისა და სტანდარტების დაცვა.
განათლება და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი გამოცდილება;
** საბანკო/საბარათე სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ვერბალური და წერითი კომუნიკაცია).
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და დეტალებზე ორიენტულობის უნარი;
** პარალელურ რეჟიმში რამოდენიმე პროექტზე მუშაობის უნარი;
** ინიციატივა, გუნდური მუშაობა, პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ CV გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ufc.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 5 თებერვალი, 2021.
შენიშვნა: წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.