www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონიტორინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის თანამშრომლის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ტერიტორიაზე უცხო პირთა გადაადგილების კონტროლი
** კომპანიის ტერიტორიაზე წარმოქმნილი კონფლიქტების დარეგულირება
** ინციდენტების ან რაიმე ობიექტის დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება
** ყოველი დღის ბოლოს ტერიტორიის შემოვლა და ობიექტების შემოწმება
** ყველა ინფრასტრუქტურის გამართულობის, ადგილზე და წესრიგში ყოფნის გაკონტროლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დაცვის სამსახურში მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება (სამთავრობო და/ან კერძო დაცვა)
** სამხედრო ბილეთი
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;

სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ, 24 სთ-იანი მორიგეობა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მონიტორინგის თანამშრომელი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |