www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონაცემთა ბაზების უმცროსი ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 24 იანვარი

"კრედო ბანკი" 20 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 75 ფილიალით არის წარმოდგენილი.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ახალ კრედოელებს ვთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და პროექტებზე დამოკიდებული საბონუსე სისტემა;
** მე-13 ხელფასი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა თავისთავად;
** ტრენინგები, რაც შენს პროფესიულ წინსვლას გამოადგება ჩვენზეა;
** კორპორატიული ღონისძიებები.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს მონაცემთა ბაზების უმცროსი ადმინისტრატორის პოზიციაზე:

თანამდებობის მიზანი:

** უმცროსი ბაზების ადმინისტრატორი პასუხისმგებელია კრედო ბანკში არსებული მონაცემთა ბაზების ხელმისაწვდომობის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის უზრუნველყოფაში.
** უზრუნველყოფილია მონაცემების აღდგენადობა და უსაფრთხოება
** უზრუნველყოფილია მომხმარებელთა შესაბამისი წვდომები და მოხმარება
** უზრუნველყოფილია ბაზის მონიტორინგი და წარმადობა

ძირითადი მოვალეობები:

** მონაცემთა ბაზების მართვა, სქემა ობიექტების (tables, indexes, views) მართვა;
** მონაცემთა ბაზების ფუნქციონირების მონიტორინგი და შეფერხების თავის არიდების მიზნით საჭირო პრევენციული ქმედებების განხორციელება;
** მონაცემთა ბაზებზე ჯობების შექმნა/ადმინისტრირება;
** მონაცემთა და ბაზის ობიექტთა მიგრაცია ბაზიდან ბაზაზე;
** მონაცემთა ბაზების უსაფრთხოების და დოკუმენტაციის მართვა;
** მონაცემების ერთიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთა მიერ მონაცემებზე წვდომების დაშვება, კონტროლი და მონიტორინგი შეთანხმებული წესების, პოლიტიკების და მოვალეობების მიხედვით;
** სარეზერვო კოპირების და აღდგენის პროცედურების შემუშავება, მართვა და პერიოდული ტესტირება;
** ქორ სისტემის ბაზაზე პატჩების ჩაწერა, ბექაფების მენეჯმენტი და ადმინისტრირება;
** მონაცემთა შენახვისა და დამუშავების სტანდარტების შიდა/გარე რეგულაციების მიერ გავრცელებული მოთხოვნების გათვალისწინება;
** ცვლილებების მართვის საუკეთესო პრაქტიკების და წესების გათვალისწინება და ცვლილებების დოკუმენტირების პროცესში ჩართულობა;
** სერვის დესკზე შემოსულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა (SLA ფარგლებში);
** აქტივობების ანგარიშების წარმოება შეთანხმებული წესების მიხედვით.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით; უპირატესობა მიენიჭება მონაცემთა მართვის კუთხით განათლებას;
** შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება, მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან სტაჟირების გზით.
** MSSQL-თან მუშაობის გამოცდილება;
** SQL-ის ცოდნა;
** T/SQL პროცედურული ენის ცოდნა;
** MSSQL-ის მონაცემთა ბაზების რეზერვაციის და აღდგენის პრინციპების ცოდნა;
** სასურველია სხვა მონაცემთა ბაზის ძირითადი სტრუქტურისა და ფუნქციონირების ცოდნა;
** სასურველია SQL-ისთვის საჭირო მონიტორინგ თულებთან გამოცდილება;
** სასურველია 1-წლიანი გამოცდილება ბაზების ადმინისტრირების პოზიციაზე;
** სასურველია სხვა ბაზებთან ურთიერთობის გამოცდილება (Oracle, MySQL, PostgreSQL, JBase);
** სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე.

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სიახლეების მიმართ ადაპტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე

თუ დაინტერესდი, გამოგზავნეთ CV მეილზე: cv@credo.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

დედლაინი: 24 იანვარი

#გახდიკრედოელი

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |