www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: სეიფთი აუთსორს
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

კომპანია "სეიფთი აუთსორს" მოღვაწეობს შრომის უსაფრთხოების დაცვის სფეროში, რომლის მიზანია შრომის უსაფრთხოების დაცვა კონტრაქტორების საქმიანობაში.

ცხადდება ვაკანსია თბილისში სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საშიშროებების განსაზღვრა და რისკების შეფასება ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით
** რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება
** თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება, მათ სამუშაო ადგილზე/ობიექტებზე
ხშირად დაფიქსირებული დარღვევების სისტემური გადაწყვეტის გზების მოძიება და განხორციელება

სამუშო დრო: 10:00-18:00; კვირაში 6 დღე მინიმუმ 5 თვის განმავლობაში. ხელშეკრულების გაგრძელების პერსპექტივით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უპირატესობა მიენიჭება შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული სერთიფიკატის მქონე კანდიდატს
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

ანაზღაურება შეადგენს 900 ლარს ხელზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: soutsource@yahoo.com არაუგვიანეს 2021 წლის 15 იანვრისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |