შპს "POS.GE" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით)
ვაკანსიის ადგილმდებარეობა თბილისი.
ძირითადი მოვალეობები:
** ბაზრის შესწავლა და კლიენტზე მორგებული პროდუქტის შერჩევა, - შეთავაზება, განფასება;
** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა, კონტროლი;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი, არსებულ და მოსალოდნელ შედეგებზე ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტისთვის;
** პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება და შეთავაზებების მომზადების გამოცდილება.
** ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** მენეჯმენტთან ყოველკვირეული რეპორტინგი.
** კლიენტების მოძიება/მოზიდვა, კერძოდ: კომპანიებთან ურთიერთობა და მათთან პირველადი მოლაპარაკებების წარმოება.
** პოტენციურ და უკვე არსებულ კომპანიებთან კომუნიკაცია.
** არსებული ბაზის დამუშავება და განვითარება.
** გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა.
** გაყიდვების გეგმის შესრულება.
პიროვნული უნარები და მახასიათებლები:
** გაყიდვების გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით - ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპონენტები, სხვადასხვა ტიპის მომსახურებები;
** უმაღლესი განათლება
** პრიორიტეტულია: ცნობად ქსელურ მარკეტებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** შედეგზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის უნარი
** შეფასების და ანალიზის უნარი
კომპეტენცია:
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook...)
** სასურველია მართვის მოწმობა;
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-მისამართზე: info@pos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატის ანაზღაურება იქნება მისი ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი.