www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომსახურების ხარისხის სპეციალისტი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული ინოვაციების დარგში მოღვაწე კომპანია "ვაბაკო" ეძებს მომსახურების ხარისხის სპეციალისტს, რომელიც დაგვეხმარება კლიენტებისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაში. გთავაზობთ კრეატიულ, მეგობრულ და დინამიურ გარემოში პოტენციალის გამოვლენას, სადაც ჯანსაღი ინიციატივა და საქმის მაღალი ხარისხით შესრულება აუცილებლად ფასდება.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტის დისტანციური კონსულტირება ჩვენი პროდუქტების გამოყენებაში;
** კლიენტისგან მოთხოვნებისა და პრობლემური საკითხების მიღება და მოგვარება;
** კლიენტისგან მიღებული რთული საკითხების გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
ანაზღაურება - 600 ლარი ხელზე;
ჯანმრთელობის დაზღვევა.

თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ვაბაკოს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: Service Quality Specialist.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |