www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარაგების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: დოქტორ გუდსი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

Doctor goods • დოქტორ გუდსი წარმოადგენს სამედიცინო სტერილური/არასტერილური ტექსტილის პირველ ქართულ საწარმოს რომელიც 2019 წლის სექტემბერში გაიხსნა. "დოქტორ გუდსი" სამედიცინო სექტორს სთავაზობს ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრებს, გადასაფარებლებს, ზეწრებს, ქირურგიული შემოფარგვლებს, ქირურგიული ხალათები და ა.შ

შპს "დოქტორ გუდსი" აცხადებს ვაკანსიას მარაგების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალიტიკური უნარი
** კომუნიკაბელურობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა

დამატებითი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი
** წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის მენეჯმენტის ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით

სამუშაოს აღწერა:

** სასაწყობე ფართის ეფექტურად გამოყენების დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** ცენტრალურ ან/და დროებით საწყობებში სასაქონლო მარაგების მიღებისა და გაცემის დოკუმენტაციის წარმოება და მკაცრი მონიტორინგი;
** საჭირო მარაგების დაგეგმვა, მათი მართვა და ამ პროცესთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციების ანალიზი ოპტიმიზაციის მისაღწევად;
** საწყობში არსებული გამოუყენებელი ინვენტარის გაუფასურება/ჩამოწერა/რეალიზაცია/გასხვისების პროცესის ინიცირება და მართვა;
** ​პერიოდული ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და მასში აქტიური ჩართულობა;
** მარაგების მართვასთან დაკავშირებული რეგულარული ანალიზის ჩატარება და რეპორტების მომზადება

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@drgoods.ge და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |