კომპანია "Vendoo" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.
კომპანია "Vendoo" არის ელექტრონული კომერციის ინოვაციური ქართული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მომწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი მთავარი მიზანია, გავამარტივოთ პროდუქციის ონლაინ ყიდვა-გაყიდვა, მომხმარებლებს სწრაფად მივაწოდოთ პროდუქტი და შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება.
პოზიციის შესახებ: აღნიშნული პოზიცია მოიცავს საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს ინოვაციურ გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და ამავდროულად შეიძინოს ახალი ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლის მიერ შეძენილი ნივთების დროულად მიტანის უზრუნველყოფა წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით;
** მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების შენახვა და შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ჩაბარება;
** ყოველდღიურად, მომხმარებლების მხრიდან მიღებული თანხების საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა;
** ნივთის დაბრუნების შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტების ინფორმირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** განსაზღვრულ ვადებში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
რას გთავაზობთ ჩვენ?
** შრომით ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ამბიციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 იანვარი, 2021 წ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: career@vendoo.ge. სათაურის ველში მიუთითეთ კურიერი.
კომპანია "Vendoo" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
კომპანია "Vendoo"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება/შეინახება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გთხოვთ, იმ შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს.