www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტრატეგიული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 29 იანვარი

"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მსუბუქი ავტომობილების ბიზნესის სტრატეგიული მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000879
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: მარკეტინგი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: შუა რგოლის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 3 წელი.

განათლება:

** ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი
** სფერო: ბიზნესის მართვა, მარკეტინგი.

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი.

სამუშაოს აღწერა:

** მიმართულების სტრატეგიული ხედვების განვითარება;
** კრეატიული მარკეტინგული ელემენტების ჩამოყალიბება და მარკეტინგის ახალი ინსტრუმენტების და მეთოდების დანერგვა საერთაშორისო პრაქტიკების გათვალისწინებით;
** სბე-ში შემავალი კომპანიების მარკეტინგული თავისებურებების შესწავლა სტრატეგიების განვითარებისათვის; პოზიციონირებისა და შესაბამისი აქტივობების განსაზღვრა ბრენდ(ებ)ის ცნობადობის ამაღლების და იმიჯის ჩამოყალიბების და სწორად პოზიციონირების მიზნით;
** სბე-ში შემავალი კომპანიების მარკეტინგული აქტივობის კოორდინაცია, პერიოდული სამუშაო გრაფიკის შემუშავება ბიუჯეტთან მიმართებაში, მისი დამტკიცება და კონტროლი;
** კონკურენტულ ბაზარზე არსებული მარკეტინგული აქტივობების პერიოდული ანალიზი და შეფასება; კონკურენტული უპირატესობების განსაზღვრა და მათი წარმოჩენა;
** სბე-ში შემავალი კომპანიების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების კოორდინაცია;
** დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება და ანალიზი;
** კომპანიების ელექტრონული და სოციალური აქტივობების (ვებსაიტები, სოციალური მედია და სხვ.) კოორდინაცია და მართვა;
** CRM პროექტების დაგეგმვა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** კონკურენტების მარკეტინგული აქტივობების ანალიზი და მათი საქმიანობის შეფასება; კონკურენტული უპირატესობების განსაზღვრა და მათი წარმოჩენა;
** საავტომობილო ბაზრის ყოველთვიური, ყოველკვირეული, ნახევარწლიური და წლიური სტატისტიკური ანალიზი ბაზარზე მიმდინარე ტრენდებისა და აქტივობების შესასწავლად შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვის მიზნით;
** მარკეტინგული აქტივობების ოპტიმიზაცია და სეგმენტების მიხედვით დივერსიფიკაცია;
** სოციალური მედიის მართვა და აქტივობების საერთო სტანდარტების შემუშავება ეფექტური სოც. და სარეკლამო კამპანიების წარსამართად;
** ელ. კომერციის განვითარება, გაყიდვების და კლიენტებთან ურთიერთობების ახალი არხების მოძიება;
** მარკეტინგული ბიუჯეტების და აქტივობების გაკონტროლება და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა;
** მენეჯმენტთან ყოველკვირეული შესაბამისი რეპორტინგის წარმოება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/879

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 29 იანვარი, 2021 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |