შპს "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის კომუნიკაციის მენეჯერის თანამდებობაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების გვერდების მართვა
** კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება და დამტკიცება
** მიზნობრივი აუდიტორიების განსაზღვრა, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა Facebook ads, Google ads პლატფორმებზე
** სოც. მედია არხებში გაშვებული კამპანიების ანალიტიკა და შედეგების შეფასება, ასევე, კონკურენტი კომპანიების აქტივობის ანალიტიკა;
** ყოველთვიური რეპორტინგი მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორთან
** SMS და E-mail მარკეტინგის მართვა
** სხვადასხვა აქტივობებსა და პროექტებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ცოდნა და გამოცდილება:
** სოციალური მედია მენეჯმენტის ცოდნა
** ონლაინ კონტენტის შექმნის გამოცდილება
** ონლაინ კამპანიების დაგეგმარებაში, აღსრულებასა და მონიტორინგში გამოცდილება
** Excel-ის და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები/უნარები:
** კრეატიულობა
** ინიციატივიანობა
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@psp.ge. "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 იანვარი, 2021 წელი.