www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: LovelyRoses.ge
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

LovelyRoses.ge აცხადებს ვაკანსიას კლიენტების მომსახურების მენეჯერის თანამდებობაზე.

რას გთავაზობთ:

** ნამდვილი პროფესიონალების გუნდში მუშაობის გამოცდილებას
** მეგობრულ ატმოსფეროს და კოლეგების მხარდაჭერას
** ბიზნეს კორესპონდენციის უნარების დახვეწას
** ერთდროულად ბევრი დავალების შესრულების გამოცდილებას
** პროცესის მართვაში თავდაჯერებულობის გამომუშავებას.

სამუშაოს აღწერა:

** შეკვეთების სწრაფი მიღება ტელეფონით, სოციალური ქსელებით, სხვადასხვა ჩატებითა და ელექტრონული ფოსტით
** შეკვეთების გადაცემა ფლორისტებისთვის მოსამზადებლად და კურიერებისთვის - მისატანად
** შეკვეთის სტატუსის ცვლილება სისტემაში
** სხვადასხვა საოფისე საკითხებში დახმარება (დამხმარე მასალების შეკვეთა, ელექტრონული წერილების შედგენა/გაგზავნა და სხვ.) - მთელი სამუშაო დროის დაახლოებით 10%.

მოთხოვნები:

** მულტითასქინგი - ხშირად ასეთია სამუშაოს რეალური სახე - არ გაქვს დრო რომ დაასრულო ერთი საქმე, ისე უნდა დაიწყო მეორე. ამიტომ თუ თქვენს ცხოვრებაში ბევრ რამეს ერთდროულად უმკლავდებით, აქაც მარტივად გამოგივათ
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა - თუ დავალება თქვენ მოგეცათ, თქვენ ხართ მასზე პასუხისმგებელი და თქვენ უნდა აკონტროლოთ ის საკითხი მომავალშიც
** მეგობრულობა - ჩვენი ატმოსფერო ძალიან მეგობრულია, ამიტომ ვეძებთ ისეთ კანდიდატს, რომელიც მეგობრული, ღიმილიანი და მხიარული იქნება
** სწრაფად ფიქრი და კეთება - ჩვენ ყველა საკმაოდ სწრაფად ვმუშაობთ, ამიტომ გვჭირდება კანდიდატი, რომელიც ამ რეჟიმს ფეხს აუწყობს
** დამოუკიდებლობა - ხშირად მოგიწევთ იმის მოფიქრება, რას გააკეთებთ და როგორი იქნება თქვენი მომდევნო ნაბიჯი (ჩვენც, რა თქმა უნდა, გვერდით ვიქნებით და დაგეხმარებით, მაგრამ ინიციატივა თქვენგან უნდა მოდიოდეს).

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4-5 დღე (დამოკიდებულია კანდიდატის არჩევანზე), 09 საათიდან 17 საათამდე (დილის ცვლა) ან 16 საათიდან 00 საათამდე (საღამოს ცვლა). საღამოს ცვლის მენეჯერებს სახლამდე ტაქსი მოემსახურება. მენეჯერებს შორის შესაძლებელია სამუშაო დღეებისა და ცვლების შეთანხმება.

გაითვალისწინეთ, რომ საწყის ეტაპზე, ახალმა კანდიდატმა უნდა შეძლოს დილის ცვლაში მუშაობა 2-3 კვირის განმავლობაში მაინც, რათა ისწავლოს სამუშაო დეტალები და შეეჩვიოს გარემოს. შემდგომ კი შეუძლია საღამოს ცვლაში მუშაობაც შეათანხმოს.

არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე და კომენდანტის საათის გაუქმებამდე, საღამოს ცვლა მუშაობს დისტანციურად.

დღიური ანაზღაურება: 25 ლარი (ხელზე ასაღები ოდენობა);
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვერა, ღამბაშიძის 10.

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://forms.gle/b7SJ99bWL4bPLV1G6



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |