კომპანია "Onemall" წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომლის საქმიანობაც გულისხმობს საოჯახო-საყოფაცხოვრებო ტექნიკის ონლაინ რეალიზაციას.
ვაკანსია ცხადდება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი;
ანაზღაურება: 550 ლარი ფიქსირებული, + ბონუსი;
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -19:00 შაბათი 11:00 - 18:00 სთ.
ფუნქცია-მოვალეობები:
** უზრუნველყოფს ვებ გვერდიდან შემოსულ შეტყობინებებზე დროულ და სრულყოფილ კომუნიკაციას;
** პასუხისმგებელია, ყველა დაფიქსირებული ზარის პასუხზე;
** უზრუნველყოფს მომხმარებელთან აქტიურ კომუნიკაციასა და კონსულტაციას ონლაინ პროდუქტების შერჩევისა და შეძენის მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ საოჯახო-საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესახებ საშუალოზე მაღალი დონის ინფორმაციას;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების Word და Excel ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სისხარტე და მოქნილობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@onemall.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ქოლ-ცენტრის ოპერატორი".