www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატელეფონო კვლევის ინტერვიუერი
მომწოდებელი: ეისითი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია "ეისითი" ეძებს სატელეფონო კვლევის ინტერვიუერის პოზიციაზე, მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს.

"ACT" საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2002 წელს საქართველოში დაარსდა და ფარავს აღმოსავლეთ ევროპას, კავკასიას, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებს, ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

პროფესიონალთა გუნდი "ACT"-ის ყველაზე ღირებული აქტივია. "ACT" კვლევით და საკონსულტაციო სფეროში ყველაზე დიდი დამსაქმებელია: დღეს "ეისითიში" 80 მუდმივი და 700-მდე პროექტული თანამშრომელი მუშაობს.

სრული ინფორმაციისთვის იხილე: www.act-global.com

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის #8 (ასევე შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა)
სამუშაო გრაფიკი: ცვალებადი (დასაქმება მოხდება პროექტული წესით)
ანაზღაურება: განხორციელებული პროექტების მიხედვით

ვის ვეძებთ:

** თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული;
** თუ გაქვს ინტერესი სოციალური/ბიზნეს კვლევების მიმართ;
** გაქვს კარგი გამართული მეტყველების/კომუნიკაციის უნარი;
** იცი კომპიუტერული საოფისე პროგრამები;
** ფლობ ქართულ ენას სრულყოფილად;
** პრობლემებზე ფიქრის ნაცვლად, მათ გადაჭრაზე ფიქრობ;
** გაქვს სამუშაოს ვადებში შესრულების უნარი.

რას გააკეთებ:

** გამავალ ზარებს განახორციელებ (კვლევის ფარგლებში)
** სატელეფონო ინტერვიუს ჩაუტარებ შერჩეულ რესპონდენტებს (რესპოდენტთა ბაზები მოგეწოდება წინასწარ).

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr_assistant@act-global.com 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. წერილის საგნის ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |