www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროფესიული მასწავლებელი
მომწოდებელი: სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 11 მარტი

"კონსტრუქტ2" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და დეველოპერული კომპანია "m² ჯგუფის" საერთო პროექტია.

11 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამით კოლეჯი სერტიფიცირებულ სპეციალისტებს, ხოლო სახელმწიფო პროგრამით კი, დიპლომირებულ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტებს მოამზადებს ყოველწლიურად.
სამშენებლო კოლეჯი, m²-ის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერებით სამშენებლო სფეროს განვითარების გარდა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით. კოლეჯი ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, შესაძლებლობები სწორი გზით მიმართონ და საკუთარი საქმის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

კოლეჯი აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინვენტარითა და ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

კოლეჯის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.construct2.ge

ა(ა)იპ სამშენებლო კოლეჯი "კონსტრუქტ2" აცხადებს ვაკანსიას, პროფესიული მასწავლებლის პოზიციაზე ზესტაფონში, რომელიც წაიკითხავს, "შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები " პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მოდულებს, მათ შორის:

** ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტს;
** ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების რეგულაციებს;
** ელ და სახანძრო უსაფრთხოებას.

კვალიფიკაცია:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება ან მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია (არა აუცილებელი), პროფესიულ მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: vacancy@construct2.ge არაუგვიანეს 2021 წლის 11 მარტისა, (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |