www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დეველოპერი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 26 თებერვალი

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას დეველოპერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC5385
ადგილმდებარეობა: სათაო
მოქმედების ვადა: 26.02.2021
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

სამუშაოს აღწერა:

თიბისი ბანკის ეჯაილ გუნდში ვეძებთ დეველოპერს.

** შენ მოხვდები გუნდში, რომელიც მუშაობს საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე,
** გექნება სრული შემოქმედებითი თავისუფლება იმისთვის, რომ გადაჭრა რთული და საინტერესო ბიზნეს და ტექნოლოგიური ამოცანები;

ვის ვეძებთ:

** თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და დაკვირვებული;
** გიყვარს პრობლემების იდენტიფიცირება და ახლი გადაწყვეტების შექმნა;
** გაქვს რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია Microsoft SQL Server);
** გაქვს C#, Java ან სხვა პროგრამირების ენის ცოდნა და გამოცდილება;
** გაქვს Web პროგრამირების ტექნოლოგიების ცოდნა (HTML, CSS, Javascript, XML)
** არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
** შეძლებ იმუშაო თვითორგანიზებულ გუნდებთან ერთად.

რას გააკეთებ?

** ეჯაილ გუნდთან ერთად მონაწილეობას მიიღებ ბიზნეს მოთხოვნების და ამოცანების ანალიზში;
** გააკეთებ ამოცანის შესაბამის ვებ აპლიკაციების დეველოპმენტს (Low Code Development პლატფორმაზე);
** განავითარებ ახალ და არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფას;
** მონაწილეობას მიიღებ აპლიკაციის გამართულად მუშაობასა და ხარისხის უზრუნველყოფაში;
** მხარს დაუჭერ პროგრამული ცვლილებების ტესტირებას;
** მონაწილეობას მიიღებ გუნდის საერთო რესურსების, კომპონენტების/ბიბლიოთეკების, დეველოპმენტის პრინციპების და მიდგომების განვითარებაში.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი
განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/5385



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |