www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უკრაინულენოვანი კოპირაიტერი
მომწოდებელი: ლიდერბეთი
გამოქვეყნდა: 12 თებერვალი / განცხადების ვადა: 12 მარტი

"ლიდერბეთი" აცხადებს ვაკანსიას უკრაინულენოვანი კოპირაიტერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების მიხედვით საკომუნიკაციო ტექსტების: შემუშავება, რედაქტირება და კორექტირება;
** სხვადასხვა სირთულის ტექსტების თარგმნა უკრაინულიდან ქართულად და პირიქით;
** კომპანიაში არსებულ პროგრამებში სხვადასხვა მონაცემების დამუშავება;
** სარეკლამო მასალის ტექსტების დამუშავება;

ძირითადი მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უკრაინული ენის სრულყოფილად ცოდნა (ვერბალური და წერითი);
** იურიდიული და ტექნიკური ტერმინოლოგიის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office);

ძირითადი უნარები:

** გამართული კომუნიკაცია;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სოციალური ქსელებისა და ბლოგის ტიპის პორტალების ცოდნა, მათთან მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობა;

სამუშაო კვირა: ორშაბათი-პარასკევი;
ანაზღაურება: ფიქსირებული და მზარდი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე: ninimelikidze@gmail.com აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.

შეტყობინება: კომპანია პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც კომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |