კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.
კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ვიდეო-კამერებით, კომპანიის კუთვნილი ობიექტების, ასევე თანამშრომლების და ვიზიტორების ქმედებების კონტროლი;
** ინციდენტებზე უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება;
** დამტკიცებული პროცესების კონტროლი და შეუსაბამობების გამოვლენა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან, წინასწარ შეთანხმებული ფორმის მიხედვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
საჭირო უნარები:
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქებული კლიმატი/უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სპეციალისტი".
გისურვებთ წარმატებებს!