"ეისითი" ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ ადამიანს თვისებრივი კვლევების მიმართულებით რეკრუტერის პოზიციაზე.
შენ, როგორც რეკრუტერს, გექნება მრავალფეროვან პროექტებში ჩართვის და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა, ამავე დროს მოქნილი სამუშაო გრაფიკი.
ვის ვეძებთ:
** თუ ხარ შედეგზე ორიენტირებული და მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს;
** გაქვს უნარი, იმუშავო ერთდროულად რამდენიმე პარალელურ პროექტზე;
** ხარ თვითორგანიზებული და პასუხისმგებლიანი;
** პრობლემებზე ფიქრის ნაცვლად, მათ გადაჭრაზე ფიქრობ;
** გაქვს კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გაქვს კარგი მოლაპარაკების უნარი.
რისი გაკეთება მოგიწევს:
** ზოგად/პროექტით გათვალისწინებულ ტრენინგებზე დასწრება;
** წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით ფოკუს ჯგუფებისთვის რესპოდენტების მოძიება და მათთან გასაუბრება;
** შერჩეულ რესპოდენტებზე ინფორმაციის მიწოდება ველის მენეჯერისთვის;.
კარგი იქნება რომ გქონდეს:
** უმაღლესი განათლება;
** კვლევის სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** ფართო სანაცნობო კავშირები.
"ეისითი" საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც 2002 წელს საქართველოში დაარსდა და ფარავს დსთ-ს ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპას ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.
პროფესიონალთა გუნდი ეისითი-ის ყველაზე ღირებული აქტივია. "ეისითი" კვლევით და საკონსულტაციო სფეროში ყველაზე დიდი დამსაქმებელია: დღეს ეისითიში 80 მუდმივი და 700-მდე პროექტული თანამშრომელი მუშაობს.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.act-global.com
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის #8
ხელშეკრულების ტიპი: მომსახურეობის ხელშეკრულება
ანაზღაურება: გამომუშავებით-შესრულებული პროექტების მიხედვით
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr_assistant@act-global.com. წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებ წარმატებას!