www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: Prime Offer
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

უძრავი ქონების სააგენტო "Prime Offer" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და მონაცემთა ბაზის შექმნა-განვითარება;
** შეთავაზებების შინაარსისა და ფორმის შექმნა-განვითარება;
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პირდაპირი გაყიდვების წარმოება პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრებისა და პრეზენტაციების საშუალებით;
** ობიექტზე ვიზიტის ორგანიზება;
** ბაზრის და კონკურენტების კვალიფიციური მონიტორინგი;

ძირითადი მოთხოვნები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** ერთ-ერთი უცხო ენის სრულყოფილად ფლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ სიტუაციებში სწრაფი ადაპტირების და მოქნილობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** დადებით, კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლას;

კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ჟ. შარტავას ქ. 35/37
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:30-19:00; შაბათი, 12:00-17:00
ანაზღაურება: გამომუშავებით

აუცილებელი მოთხოვნაა კანდიდატს ჰქონდეს თავისუფალი გრაფიკი (არ უნდა მუშაობდეს პარალელურად და არ უნდა სწავლობდეს).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელ. ფოსტაზე: primeoffer75@gmail.com ფოტოსურათის გარეშე თქვენი კანდიდატურა არ განიხილება, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება  - "უძრავი ქონების აგენტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |