www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 16 მარტი

შპს "ალტა რითეილი"-ს საცალო ქსელი წარმოდგენილია 11 სავაჭრო ობიექტით მთელი ქვეყნის მასშტაბით და სათავო ოფისით ქ. თბილისში. ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Intel, Canon, Sony, HP, Panasonic, Lenovo, Huawei, AEG, Zanussi, Hansa, Candy, Indesit, Ariston, და ა.შ.

"ალტა რითეილი"-ს მთავარ ღირებულებას მომხმარებლების, თანამშრომლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა წარმოადგენს. ჩვენ შევძელით, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვით, მოგვეპოვებინა ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.

"ალტა რითეილი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდული პროდუქტის ამსახველი ინვოისის მიხედვით, მაღაზიის საწყობიდან პროდუქტის გამოტანა;
** გადაზიდვის სამსახურის მიერ მოტანილი ახალი პროდუქტების მითვლა;
** მიღებული საქონლის დახარისხება და დასაწყობება;
** საწყობის პერიოდული აღწერა;
** მოტანილი ან/და დარბაზიდან გაყიდული პროდუქტების შეფუთვა/გახსნა;
** შესაფუთი მასალების აკურატულად დასაწყობება;
** დარბაზში და სტენდებზე სიცარიელის დროული შევსება;
** მომხმარებლის დახმარება შეძენილი საქონლის მაღაზიიდან გატანაში და საჭიროების შემთხვევაში მანქანამდე მიტანის უზრუნველყოფა;
** მიღებული საქონლის შოურუმში განთავსება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი საქონლის გადაადგილება;
** მაღაზიის დახურვამდე მისი იერსახის მოწესრიგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: საწყობში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** გულისხმიერი;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |