www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (კლინიკურ დარგებში);
** სტაციონარში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება,
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (სტაც.ს ამედიცინო ბარათი, ფორმა N100) მართვა;
** დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად დიაგნოზისა და განხორციელებული ჩარევების მართებულობის კონტროლი;
** სამედიცინო შემთხვევის მართვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების(პროტოკოლები) გათვალისწინებით;
** გამოვლენილი შენიშვნების და შემუშავებული რეკომენდაციების ელექტრონული აღრიცხვა;
** მიმდინარე (მათ შორის შუალედური) ფორმა N100-ებისა და საავადმყოფო ფურცლების მართვა;
** სადაო კლინიკური საკითხების განხილვა დეპარტამენტის უფროსთან ერთად.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის უნარი;
** დაკვირვებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: Vacancy.Surgery@aversi.com. გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი). საბუთების მიღება წარმოებს 2021 წლის 15 მარტის ჩათვლით.

ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |