www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექოსკოპისტი
მომწოდებელი: ჯეო ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

სამედიცინო კლინიკების ქსელი შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას ექოსკოპისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: მარნეული, შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი / შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრი

სამუშაო გრაფიკი: მორიგეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
** პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში (პლევრის ღრუები, პერიკარდიუმი, მუცლის და რეტროპერიტონეული სივრცის ორგანოები, ქალის და მამაკაცის საშარდე და სასქესო ორგანოები, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა მეანობაში, ფარისებრი ჯირკვალი, რბილი ქსოვილები).
** კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15.03.2021 წ.

თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მარნეული - ექოსკოპისტი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |