www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ელიტ მოტორსი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 16 მარტი

შპს "ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ელექტრიკოსის პოზიციაზე.

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია ენერგეტიკის ფაკულტეტი);
** უპირატესია ცოდნა მძიმე, სამშენებლო და სპეც. ტექნიკის სფეროში;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სერვისის სფეროში (სასურველია გამოცდილება მძიმე, სამშენებლო და სპეც. ტექნიკის შეკეთება/რემონტში);
** ტექნიკური ნახაზების კითხვა/გარჩევა;
** კლიენტებთან შედეგობრივი ურთიერთობის წარმართვა;
** მართვის მოწმობის (B კატეგორიის) ფლობა;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის სწორად მართვის უნარი;
** ენერგიულობა და აქტიურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კლიენტებთან ურთიერთობაზე ორიენტირება.

ძირითადი მოვალეობები:

** მძიმე, სამშენებლო და სპეც. ტექნიკის ელ. დიაგნოსტიკა;
** ელექტრო დაზიანებების აღმოჩენა, მათი აღმოფხვრა;
** ტექნიკის ელექტრო სქემების დამუშავება, შესწავლა.

ხელფასი განისაზღვრება გამოცდილებისა და ცოდნის მიხედვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV ფოტოსურათით მისამართზე: zantelidze@elitemotors.ge. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებით დეტალებზე შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრების დროს.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |