www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იმპორტის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: აგრონომ
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 16 მარტი

შპს "აგრონომი" წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ გადადით ბმულზე http://www.agronom.com.ge/

შპს "აგრონომი" ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაოს პირობები:

** სამუშაოს ადგილი: ქ.თბილისი, ბიძინა კვერნაძის #35
** სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი - პარასკევი
** ანაზღაურება: 1000 ლარი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მოლაპარაკებების წარმოება დამკვეთებთან და მომწოდებლებთან
** შეკვეთების მიღება, სათანადო საბუთების მომზადება, ტვირთის კონტროლი დატვირთვის მომენტიდან დამკვეთისთვის მის ჩაბარებამდე.
** ახალი პარტნიორების მოძიება და არსებულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება
** დოკუმენტაციის შესაბამისი განყოფილებისთვის მიწოდება
** ყოველდღიური/ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** არსებულ და ახალ კლიენტებთან ურთიერთობა
** პროდუქციის მოძიება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
** პროდუქციის ეტიკეტირების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს
** სტაბილურ სამსახურსა და კომპეტენტურ, მზარდ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agronom.com.ge არა უგვიანეს 2021 წლის 16 მარტისა. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "იმპორტის მენეჯერის ასისტენტი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია აგრონომი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |