საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ბათუმში დისტრიბუტორის თანამდებობაზე.
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
** ფიქსირებულ 250 ლარს +;
** გადატვირთვებთან მიბმულ ანაზღაურებას.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წელი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B, კატეგორია;
** ბათუმის ქუჩების კარგად ცოდნა;
** ქონებით უზრუნველყოფა.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
** მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი;
** უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის;
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი;
** უზრუნველყოს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge.
შენიშვნა: დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.