www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონაცემთა ინჟინერი/ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / განცხადების ვადა: 15 მარტი

სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ინჟინრის/ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC5393
ადგილმდებარეობა: სათაო, ბიზნეს ანალიზის განყოფილება
მოქმედების ვადა: 01.03.2021
კატეგორია: სხვა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

უნარები:

** სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა
** დეტალებისადმი ყურადღება
** ანალიტიკური აზროვნება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სტატისტიკაში, მათემატიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებებსა, ან სხვა ტექნიკურ დარგში;
** Excel-ის ცოდნა (სამუშაო გარემოში გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესობად);
** SQL-ის საბაზისო დონეზე ცოდნა (სამუშაო გარემოში გამოცდილება (1 წელი და მეტი) ჩაითვლება უპირატესობად);
** Tableau-სთან ან სხვა ვიზუალიზაციის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პოზიციის შესახებ:

მონაცემთა ანალიტიკოსის ძირითადი მოვალეობა იქნება დიდი რაოდენობის მონაცემებიდან ანგარიშების აგება და მათი ვიზუალიზაცია, რათა ბიზნესმა შეძლოს მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.

ძირითადი მოვალეობები:

** დიდი რაოდენობის მონაცემებიდან ანგარიშების აგება და ვიზუალიზაცია
** ანგარიშებისთვის საჭირო მონაცემების მოძიება და ინტეგრირება
** მჭიდრო კონტაქტი ბიზნესთან ამოცანების ჩამოსაყალიბებლად

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი
განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/5393



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |