კომპანია "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე
სამუშაო აღწერილობა:
** ფინანსური რეპორტების აწყობა და ანალიზი უშუალო ხელმძღვანელის ზედამხედველობით;
** მომხმარებლებისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებით;
** ახალი პროექტების რენტაბელობის კალკულაცია;
** ბიუჯეტის შესრულების ანალიზი;
** სამუშაო კაპიტალის მონიტორინგი;
** მენეჯმენტისთვის წარსადგენად სხვადასხვა რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსური/ეკონომიკური);
** ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** MS Excel-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** შრომისმოყვარეობა, ანალიტიკური, დროის მართვისა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** აღიარებული პროფესიული სერტიფიკატი ფინანსური აღრიცხვის სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ძლიერი მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: cv@servicenetgroup.ge 2021 წლის 18 მარტის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.