კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას შენობის მართვის სისტემების ინჟინრის პოზიციაზე.
ძირითადი მიმართულებები:
** ხანძრის აღმოჩენა FA;
** გახმოვანება PA/BGM;
** დაშვების სისტემები AC;
** ვიდეო მეთვალყურეობა CCTV;
** სიგნალიზაცია IA;
ფუნქცია-მოვალეობები:
** აღნიშნული მიმართულებებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მოფიქრება (solution) და პროექტის მომზადება, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
** კლიენტისგან მიღებული არქიტექტურული ნახაზის გარჩევა;
** პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობისას პროდუქტის შეთავაზების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება, გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით;
** საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება და პროექტის სავარაუდო ბიუჯეტის დადგენა. გადაწყვეტილების მოსამზადებლად ობიექტის შესწავლა ინჟინერ-ინსტალატორების გუნდთან ერთად;
** პროექტში ცვლილებების შეტანა და პროექტის მიმდინარეობის კონტროლი;
** ობიექტზე სისტემების გამართვა და კონფიგურაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი ტექნიკური განათლება, სასურველია სუსტი დენების მიმართულებით;
** აუცილებელია შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია, შესაბამისი მიმართულებების სერტიფიკატების არსებობის შემთხვევაში მათი წარდგენა;
** აუცილებელია, აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** აუცილებელია, ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე), სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამებისა და შესაბამისი საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
ორგანიზების უნარი:
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
** მოტივირებულობა;
** მიზანდასახულობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 18 მარტის ჩათვლით ჩათვლით ელ.ფოსტაზე vacancy@ugt.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "შენობის მართვის სისტემების ინჟინერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება იუ-ჯი-თი-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.
დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!