"თეგეტა თრაქ ენდ ბას" აცხადებს სტაჟირებას შესყიდვების მიმართულებით.
ვაკანსიის კოდი: TGM0000938
ადგილმდებარეობა: თბილისი. სათაო ოფისი
მოქმედების ვადა: 06.03.2021
კატეგორია: კომერცია
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი
ძირითადი მოთხოვნები:
განათლება: ხარისხი: ბაკალავრი
ენები:
** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი
უნარები:
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პრობლემების მოგვარების უნარი
** სისხარტე
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
დამატებითი მოთხოვნები: MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
სამუშაოს აღწერა:
** პროდუქციის შეკვეთის საჭიროების დადგენა ფილიალებიდან და საწყობიდან; მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეკვეთების დამუშავება;
** ბრენდ-მენეჯერებისთვის და პროდუქტ-მენეჯერებისთვის ინფორმაციის მიწოდება შეკვეთის განხორციელების უზრუნველყოფა; მათთან ერთად შესყიდვების გეგმის ფორმირება;
** მოლაპარაკებების წარმოება მომწოდებლებთან გადახდის/მოწოდების პირობების გაუმჯობესების თაობაზე;
** საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი შესყიდვების უზრუნველყოფა ადგილობრივი შესყიდვების მენეჯერების დახმარებით;
** ყოველკვირეული რეპორტის მომზადება. (პროდუქციის რეალიზაცია, დეფიციტური და არარეალიზებული საქონელი)
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/938