www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი ხილის ჩირის წარმოების დანადგარების შეძენაზე
მომწოდებელი: USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა
თანდართული ფაილი: 91309_RFQ__Dried_Fruit_6837893.zip
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა აცხადებს ტენდერს ხილის ჩირის წარმოების დანადგარების შეძენაზე.

RFQ ნომერი: RFQ_No-051
გამოცემის თარიღი: 2021 წლის 19 თებერვალი
კითხვების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 26 თებერვალი
აღწერა: ხილის ჩირის წარმოების დანადგარების მიწოდება
ვისთვის: USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა
დამფინანსებელი: USAID
კონტრაქტის No. 72011418C00001
განმახორციელებელი: CNFA

საკონტაქტო პირი:

ქ-ნი მანანა ქაქუჩაია
ფინანსებისა და ადმინისტრაციის დირექტორი
საქართველო, თბილისი, კოსტავას 47
0322 982207/13 mkakuchaia@apgeorgia.org

შესავალი: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების /ინფორმაციის /კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.

პროექტის აქტივობების ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას სურს შეიძინოს ხილის ჩირის წარმოების დანადგარები, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს გრანტიორის არსებული ბიზნეს საქმიანობა. ამ განაცხადის მიზანია საინსპექციო ტრანსპორტიორზე (6 კაციანი), ბარბოტაჟული ხილის სარეცხ მანქანაზე ოზონირების ფუნქციით, ხილის დამკალიბრებელზე, ბლანშირების დანადგარზე, ქლიავის კურკის ამომცლელ დანადგარზე, ტენზომ ხელსაწყოზე და საშრობ დანადგარზე (2 ერთეული) შეთავაზებების მოთხოვნა.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულებას. სავარაუდოდ, ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულების გაცემა მოხდება 2021 წლის 15 მარტამდე. საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის სასურველი დროა არაუგვიანეს 2021 წლის 15 აპრილი.
მიწოდების ადგილი: სოფელი გურიანთა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, გურიის რეგიონი, საქართველო.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ დოკუმენტში.

შეთავაზებების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 5 მარტი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |