www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: მეგადორსი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / განცხადების ვადა: 17 აპრილი

"მეგადორსი" კარების მწარმოებელი ISO 9001:2015 სერტიფიკატის მფლობელი ქართული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აწარმოებს როგორც სერიული მოდელის, ასევე ინდივიდუალური დიზაინით შექმნილ კარს.

ჩვენ ვეძებთ ნიჭიერ, შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილებით მარკეტინგის სფეროში, რომელსაც აქვს უნარი გამოიყენოს მარკეტინგის სრული კომპლექსი ბაზრის წილის, მომგებიანობის და ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად. ასე რომ, თუ თქვენ მიისწრაფით ცვლილებებისკენ, ღრმად გესმით მომხმარებლის მოთხოვნები და გაქვთ დამაჯერებელი კომუნიკაციური იდეები და გეგმები, მაშინ ეს სამსახური თქვენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** მარკეტინგული კამპანიის ბიუჯეტის დაგეგმვა;
** მარკეტინგული კამპანიების შემუშავება და განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ბრენდის პოპულარიზაციას, ბრუნვის გაზრდას, გაყიდვების საქმიანობის სტიმულირებას;
** კომპანიის ბრენდინგის სტანდარტების შემუშავება, ბრენდის განვითარება, ცნობადობის გაზრდა;
** ინტერნეტ მარკეტინგის პროექტის მენეჯმენტი;
** ბაზრის შესწავლა პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოების მიზნით;
** მარკეტინგული ინსტრუმენტების შემუშავება და მათი პერიოდული განახლება;
** მომხმარებლის კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა, მისი განხორციელების პროცესის მონიტორინგი, შედეგების დამუშავება და ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის სფეროში, მარკეტინგი (MBA, BA)
** აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე;
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ფლობა;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ზედმიწევნით კარგად ფლობა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პროდუქტიულობაზე ორიენტირებული;
** კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კრეატიულობა;

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა;
** განაკვეთი: სრული;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი 09:00-18:00;
** დასვენება: კვირა;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@megadoors.ge

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 17 აპრილი, 2021 წელი.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |