შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორც-პროდუქტს.
კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.
ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/ | https://www.facebook.com/vakeproducts/
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე"-ს ესაჭიროება მერჩენდაიზერი ქ.ბათუმში.
მოთხოვნები:
** ასაკი: 18 - დან 35 - წლამდე;
** სქესი: მდედრობითი;
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ხორცპროდუქტების სფეროში;
** საგანმანათლებლო ხარისხი: საშუალო;
ენები:
** ქართული - ძალიან კარგად;
** რუსული - სასურველია;
** ინგლისური - სასურველია;
ფოტოსურათი: აუცილებელია;
ანაზღაურება: ფიქსირებული 400 ლარი + ბონუსი;
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და კლიენტებისათვის პროდუქციის უპირატესობის გაცნობა და შეთავაზება;
** მაღაზიის დარბაზში პროდუქციის მოწესრიგება და ვადების კონტროლი;
** პროდუქციის გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა / კლიენტების მოზიდვა;
ძირითადი მოთხოვნები:
გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@vake.ge და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მერჩენდაიზერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 595 060 368.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!