www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული დანადგარების ოპერატორი
მომწოდებელი: რეტკო
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / განცხადების ვადა: 18 მარტი

შპს "რეტკო", ელექტროტექნიკური მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია, 12 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ბაზარზე იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ელექტრო ტექნოლოგიურ დარგში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ციფრული დანადგარების ოპერატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ციფრულ დანადგარზე მუშაობის გამოცდილება;
** საჭირო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ტექნიკური და მანქანათსამშენებლო ნახაზების წაკითხვა და სამუშაო პროცესში მათი გამოყენება (ლითონის ფურცლოვანას ნახაზების განშლის წაკითხვა);
** უცხო ენების ცოდნა: რუსული (აუცილებელი), ინგლისური (სასურველი);
** სასურველია AUTOCAD პროგრამის ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** დაზგა დანადგარების საექსპლუატაციო ნორმების დაცვა და მათი პერიოდული ინსპექტირება (პლაზმური ჭრის დანადგარი, თუნუქის ფურცლოვანის ჭრის დანადგარი, გილიოტინა, ლითონის ფურცლოვანის საღუნი დანადგარი, ლითონის ფურცლოვანის ჰიდრავლიკური დამუშავების დანადგარი)
** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი.

სამუშაო გრაფიკი - სრული (09:00 - 18:00)
მდებარეობა: ქ. რუსთავი, ზედგენიძის ქ. # 62.

შპს "რეტკო" არის თანამედროვე მეთოდებზე და პრინციპებზე დაფუძნებული კომპანია, რომლის ფილოსოფიის უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს დასაქმების თანაბარი შესაძლებლობის მიცემა ყველასთვის, განურჩევლად ასაკის და გამოცდილებისა. კომპანია ღიაა ახალგაზრდების, მათ შორის სტუდენტების დასაქმებისთვის. აქ გელოდება ახალგაზრდა გუნდი, პროფესიული და კომფორტული სამუშაო გარემო და სივრცე პირადი და კარიერული განვითარებისთვის.

თუ ეძებ სამსახურს, სადაც შეძლებ შენი კარიერის განვითარებას, ახალ ეტაპზე გადასვლას და აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.

გამოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: vacancy@retco.ge და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - ციფრული დანადგარების (NC და CNC) ოპერატორი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |