www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / განცხადების ვადა: 18 მარტი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-მდე თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით 6 დიდ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, მარნეული.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენთან დაგხვდება:

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;,
** მეგობრული სამუშაო გარემო;

ფუნქცია- მოვალეობები:

** არსებული პორტფელის (სასაქონლო ჯგუფები) მართვა. ასორტიმენტის შესწავლა, მათი უპირატესობების განსაზღვრა;
** შესყიდვების გუნდის მართვა, საქმის სწორი დელეგირება. არსებული სტანდარტების დაცვა;
** შესყიდვების პროცესის დაგეგმარება, ორგანიზება და კონტროლი;
** არსებული და პოტენციური მომწოდებლების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება (როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტი);
** კონკურენტების ანალიზი და პერიოდული კონტროლი (თვეში ერთხელ);

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია სამშენებლო სფეროში)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია თურქული ენის ცოდნა;
** 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კონფიდენციალობა, პუნქტუალობა და მოწესრიგებულობა;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი
** პროექტის მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ მეილზე: recruit@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |