www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: წისქვილი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / განცხადების ვადა: 18 მარტი

თითქმის 20 წლიანი ისტორიით "წისქვილი ჯგუფი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ტრადიციული სარესტორნო ქსელია; დღეის მდგომარეობით წარმოდგენილია ოთხი რესტორნით და სტუმრებს გამორჩეულ ქართულ ტრადიციულ გარემოში მასპინძლობს.

კომპანია აგრძელებს განვითარებას და აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სამსახურის უფროსის პოზიციაზე, შემდეგი პირობებით:

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბელიაშვილის 99
გრაფიკი: სრული, სტანდარტული
ანაზღაურება: შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის და ბრენდის სტრატეგიის შემუშავება, პრეზენტაცია, დაგეგმვა, იმპლემენტაცია და შესრულების კონტროლი;
** ბაზრის კვლევა, არსებული და მომავალი პროექტების/პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;
** პროდუქტის სარეკლამო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** სარეკლამო სააგენტოებთან და კვლევით ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** მარკეტინგული აქტივობების ბიუჯეტირება, დაგეგმა, იმპლემენტაცია. ვებ გვერდის და სოციალური ქსელის მართვა;
** მარკეტინგთან და გაყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის ყოველდღიური მონიტორინგი, შეფასება, ანალიზი;
** სარეკლამო საშუალებების ეფექტურობის შეფასება/ოპტიმიზაციაში მონაწილეობის მიღება
სარეკლამო მასალების წარმოებასთან დაკავშირებული პროცესებში მონაწილეობის მიღება (დიზაინერთან, პრინტ კომპანიებთან და სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა) გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებების ორგანიზება და მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის ვებ გვერდის დახვეწა და სიახლეების განთავსება;
** სასპონსორო წინადადებების მიღება, განხილვა და შეთანხმება დირექტორთან. ასევე, სასპონსოროების მომზადება და განხორციელება (კონტრაქტები, მიწოდების გრაფიკის და სხვა დაკავშირებული ოპერაციების კონტროლი);
** კომპანიის მარკეტინგული აქტივობის მენეჯმენტი კომპანიის მიზნებისა და სტანდარტის თანახმად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს ქსელური სარესტორნო ბიზნესში მუშაობის გამოცდილებით;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს უმაღლესი განათლებით რელევანტური მიმართულებით.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ინიციატივიანობა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

თუ გსურთ შეუერთდეთ წისქვილი ჯგუფის გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის სამსახურის უფროსი".

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, შესაძლოა რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |