www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონტენტის შემქმნელი
მომწოდებელი: Scoot Scoot
გამოქვეყნდა: 18 თებერვალი / განცხადების ვადა: 18 მარტი

სალუტ,

ჩვენ ვართ სკუტ სკუტ! ჩვენი მიზანი საქართველოში სკუტერების პოპულარიზაცია და საყვარელ ტრანსპორტად ჩამოყალიბებაა. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია ახალი და მეორადი სკუტერების გაყიდვა და მათი ტექნიკური მომსახურეობა. კომპანია არის ძალიან დინამიური და სწრაფად მზარდი.

ამ ეტაპზე ვეძებთ კონტენტის შემქმნელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სკუტ სკუტის კონტენტის გადაღება, დამონტაჟება/დამუშავებაზე, ასევე გადაღებების დაორგანიზებაზე. უფრო დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ტექსტში.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიურად ფოტო/ვიდეო მასალის მოწოდება
** სთორების გადაღება და დაპოსტვა
** ვიდეოების გადაღება და დამონტაჟება
** ფოტოების გადაღება და ვიზუალურ სტილში ჩასმა.
** ფოტო/ვიდეო გადაღებების დაორგანიზება.
** კომპანიის სოციალური მედია არხებისათვის ვიზუალების შემუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Adobe Photoshop/Illustrator
** Adobe Premiere/After Effect
** სასურველია გამოცდილება მსგავსი კონტენტის მომზადებაში
** სასურველია ვლოგინგის/ბლოგინგის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** კრეატიულობა.
** ორგანიზებულობა.
** კომუნიკაბელურობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ბენეფიტები:

** კონკურენტული ანაზღაურება
** მეტად სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო
** სატელეფონო სერვისების პაკეტი
** სკუტერი დროებით საკუთრებაში.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ნახევარი განაკვეთი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ სივი მეილზე: Hello@scootscoot.ge და გთხოვთ subject-ში აუცილებლად მიუთითოთ "კონტენტის შემქმნელი". წინასწარ გიხდით მადლობას გამოჩენილი ყურადღებისათვის.

დედლაინი asap.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |