მედია ჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** საინფორმაციო პორტალზე და სოციალურ ქსელში განთავსებული მასალების კონტროლი, მართვა და მონიტორინგი;
** ციფრული მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა, მართვა და მონიტორინგი;
** კონტენტის და სარეკლამო ვიზუალის ტექნიკურად უზრუნველყოფა/განთავსება
** სოციალურ მედიაში მზა საინფორმაციო მასალების მართვა-გავრცელება (Facebook, Twitter, LinkedIn, Instagram);
** ციფრული არხების მართვა (youtube) შედეგების ანალიზი და რეპორტინგი;
** ვებ-საიტის ტექნიკური მართვა
** საინფორმაციო პორტალების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის ონლაინ-ტექნოლოგიურ კომპანიებთან ოპერატიული ურთიერთობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მედიაში (ონლაინ-გამოცემებთან) მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** სოციალური მედიის მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** Facebook გვერდის, ჯგუფების, ადმინისტრირების გამოცდილება
** (Twitter, LinkedIn, Instagram) ადმინისტრირება
** ფოტო-ვიდეო კონტენტთან მუშაობის გამოცდილება
** Google Analytics-ის გამართულად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).
ანაზღაურება 1 000 ლარი.
მუშაობის სრული განრიგი
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: geno9801@yahoo.com არაუგვიანეს მიმდინარე წლის 28 თებერვლისა.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ რეზიუმეს გადმოგზავნამდე ზედმიწევნით გაეცნოთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და მოვალეობებს ვაკანსიასთან მაქსიმალურად შესაბამისობისათვის.