გერმანული ფარმაცევტული კომპანია "ჰეელის" წარმომადგენლობა საქართველოში ეძებს გამოცდილ გაყიდვებისა და პროდუქციის მენეჯერს თბილისში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამედიცინო/ფარმაცევტული განათლება;
** რეგიონალურ მენეჯერად მუშაობის (1-3) წლიანი გამოცდილება;
** დარწმუნების და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გაყიდვებისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციების ჩატარების კარგი უნარი;
** საქმიანი მოლაპარაკებების გამართვის უნარი;
** საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ცოდნა;
** ორმაგი ვიზიტების ჩატარების უნარი.
ვალდებულებები:
** გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის შესწავლა;
** გაყიდვების სტიმულირება, გუნდის მართვა, მოტივირება, ყოველდღიური რეპორტინგი;
** ორმაგი და ინდივიდუალური ვიზიტების დაგეგმვა და შესრულება;
** პორტფელში არსებულ პროდუქტებზე მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და შესრულება;
** რეგულარული რეპორტინგი ზემდგომ პირებთან მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.
სამუშაო პირობები:
** ხელფასი შეთანხმების მიხედვით
** სამუშაო გრაფიკი 10:00-დან 19:00 საათამდე
** ხუთდღიანი სამუშაო კვირა (5/2)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ. მისამართზე:
heelofficialgeorgia@gmail.com. დასახელებაში მიუთითეთ გაყიდვებისა და პროდუქციის მენეჯერი.